„ვალენსია“ რუსი გარემარბის შენარჩუნებას არ გეგმავს

0
4

„ვალენსია“ დენის ჩერიშევთან არ აპირებს კონტრაქტის გახანგრძლივებას, რომლის ვადა 2022 წლის ზაფხულში იწურება.

ესპანური მედიის ინფორმაციით, ამის მიზეზი ისაა, რომ რუსმა ფეხბურთელმა ვალენსიელთა რიგებში არაერთუ ტრავმა მიიღო და მატჩების მხოლოდ 41 პროცენტი ჩაატარა.

30 წლის ფეხბურთელს ტრავმები მიმდინარე სეზონშიც აწუხებს და ამის გამო, მან ყველა ტურნირში მხოლოდ 5-ჯერ ითამაშა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

გასულ სეზონში ჩერიშევმა „ღამურების“ მაისური 22-ჯერ მოირგო და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.