„ნიუკასლი“ ინსინიეს უფასოდ დამატებას გეგმავს

0
4

„ნიუკასლის“ ხელმძღვანელებს თავის კლუბში „ნაპოლის“ თავდამსხმელის ლორენცო ინსინიეს ხილვა სურთ.

იტალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს ნეაპოლელებთან ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულში ეწურება და ჯერ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობს.

„ნიუკასლი“ ინსინიეს კონტრაქტის ირგვლივ არსებულ ვითარებას თვალს ადევნებს და მზადაა მომავალ ზაფხულში იტალიელი ფორვარდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატოს.

ინსინიემ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 14 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.

30 წლის ფორვარდი „ნაპოლის“ აღზრდილია და პირველ გუნდში 2009-2010 წლების სეზონიდან გამოდის. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 411 მატჩში 114 გოლი გაიტანა.

ის გასულ ზაფხულში იტალიის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი გახდა.