კონტემ ნაადრევად დათხოვნილებს შორის ყველაზე მეტი თანხა მიიღო

0
2

საფეხბურთო მწვრთნელებს შორის, რომლებმაც კონტრაქტის ნაადრევად შეწყვეტის  შემდეგ ყველა დიდი საკომპენსაციო თანხა აიღეს, ანტონიო კონტე ლიდერობს.

The Sun-ის ინფორმაციით, 2018 წელს ლონდონის „ჩელსიდან“ გაშვების შემდეგ იტალიელმა სპეციალისტმა კომპენსაციად 30,6 მილიონი ევრო მიიღო.მეორე ადგილზე პორტუგალიელი ჟოზე მოურინიოაა, რომელსაც 2018 წელს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 22,9 მილიონი ევრო გადაუხადა, ხოლო „ჩელსიმ“ 2007 წელს – 21 მილიონი.

მათ ფრანგი ლორან ბლანი მოსდევს, რომლის გაშვება 2016 წელს პსჟ-ს 19,8 მილიონი ევრო დაუჯდა. ჩამონათვალში მომდევნო ლუიშ ფელიპე სკოლარია – „ჩელსიმ“ ბრაზილიელე სპეციალისტს 15,9 მილიონი ევრო გადაუხადა.

რუსეთის ეროვნული ნაკრებიდან დათხოვნის შემდეგ, იტალიელმა ფაბიო კაპელომ ნახსენები ქვეყნის საფეხბურთო კავშირისგან 15,6 მილიონი ევრო მიიღო. არგენტინელმა მაურისიო პოჩეტინომ 2019 წელს „ტოტენჰემისგან“ 14,6 მილიონი ევრო მიიღო.

დაახლოებით 14 მილიონი ევრო გადაუხადეს პორტუგალიელმ ანდრე ვილაშ-ბოაშს, რომელის „ჩელსიმ“ 2012 წელს დაითხოვა. ლონდონელებმა იმავე წელს იტალიელი რობერტო დი მატეოც გაუშვეს და თან 12,5 მილიონი ევრო „გაატანეს“.ინგლისური ტაბლოიდის რეიტინგის ახალწვეულია „ბარსელონას“ ექსთავკაცი ნიდერლანდელი რონალდ კუმანია, რომელმაც გათავისუფლების შემდეგ 11,7 მილიონი ევრო მიიღო.