იანე ანდერსონი:”ფეხბურთი ასეთია: თუ ვერ გაიტან, გაგიტანენ”

0
6

შვედეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ იანე ანდერსონს მიაჩნია, რომ საქართველოს ნაკრებმა დამსახურებულად გაიმარჯვა.

მან ამის შესახებ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბათუმში ქართველებთან 0:2 მარცხის შემდეგ განაცხადა.

იანე ანდერსონი:”პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, 2-3 ძალიან რეალური მომენტი შევქმენით. ფეხბურთი ასეთია: თუ ვერ გაიტან, გაგიტანენ და ასეც მოხდა. საქართველოს ნაკრებმა კი თავისი შანსი და უფრო მეტად ინდივიდუალური ეპიზოდები გამოიყენა. ვულოცავ საქართველოს ნაკრებს დამსახურებულ გამარჯვებას.

მ მომენტისთვის მხოლოდ ჩემს გუნდზე ვფიქრობ. საქართველოს ნაკრებზე გუშინაც ვთქვი, რომ კარგი გუნდია, კარგი ფეხბურთელებით. საგოლე მომენტებში ცოტა გაუმართლა კიდეც, მაგრამ ვულოცავ გამარჯვებას. ახლა ჩვენი კონცენტრაცია მხოლოდ ესპანეთთან გასამართ მატჩზეა მიმართული და ვიმედოვნებ, რომ უკეთ ვითამაშებთ”.