სტივენ ჯერარდი „ასტონ ვილას“ ჩაიბარებს

0
2

„გლაზგო რეინჯერსის“ მთავარი მწვრთნელი სტივენ ჯერარდი უახლოეს ხანში სამუსაო ადგილს შეიცვლის და სათავეში ბირმინგემის „ასტონ ვილას“ ჩაუდგება, იუწყება ინგლისური მედია.

„ლივერპულის“ ლეგენდა ბირმინგემულ კლუბში დიდი ალბათობით უკვე მიმდინარე კვირაში გადავა. „რეინჯერსი“ და „ასტონ ვილა“ ჯერარდის საკომპენსაციო თანხაზე შეთანხმდნენ.

ინგლისისი ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ბირმინგემელთა ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება.

ჯერარდი „რეინჯერსს“ 2018 წლის 1 ივნისიდან წვრთნის და გლაზგოელებს ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად შოტლანდიის პრემიერ ლიგა მოაგებინა.