გურამ კაშია:”გულშემატკივრების ყოფნა მნიშვნელოვანია და იმედია ბათუმში ქულებს დავაგროვებთ”

0
4

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტან გურამ კაშიას ეიმედება, რომ ბათუმში პირველ ქულებს შვედებთან მატჩში მოიპოვებენ.

მან ამის შესახებ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში B ჯგუფში ხვალ ბათუმის ახალ არენაზე სკანდინავიელებთან გასამართი დასკვნითი შეხვედრის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გურამ კაშია:”სექტემბერში ნამდვილად ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ განწყობის ბრალი იყო. მარტთან შედარებით სულ სხვა შემადგენლობა გვყავდა, თუმცა, პასუხისმგებლობა ფეხბურთელებმა უნდა ავიღოთ. ნაკრებში განწყობა ყოველთვის კარგია და ამას ვერ დავაბრალებთ. ფეხბურთელები ყოველთვის ბოლმდე დახარჯვას ვცდილობთ.

იბრაჰიმოვიჩი პირველ მატჩში შეურაცხყოფას გვაყენებდა? ის ძალიან დიდი ფეხბურთელია და მოედანზე მსგავსი რაღაცები ხდება. სიმართლე გითხრათ, ამას არც მე და ალბათ არც არავინ დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ და ჩვენზე გავლენას ნამდვილად არ ახდენს.

გულშემატკივრები? ბოლო პერიოდში მხოლოდ ესპანეთთან ვითამაშებთ გულშემატკივრებით. ამიტომაც, ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მათი სტადიონზე ყოფნა და იმედი მაქვს, რომ ბათუმში ქულების დაგროვებას დავიწყებთ“.

საქართველო-შვედეთის დაპირისპირება თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.