ჩირო იმობილე იტალიის ნაკრებს ვერ დაეხმარება

0
3

ჩირო იმობილე იტალიის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გადამწყვეტ მატჩებში ვერ დაეხმარება, იუწყება Sky Sport Italia.

„სკუადრა აძურას“ ერთ-ერთმა ლიდერმა წვივის ორთავა კუნთი ვარჯიშზე დაიზიანა და იტალიის ნაკრების საწვრთნელი ბანაკი უკვე დატოვა. მის ნაცვლად იტალიელთა თავკაცმა რობერტო მანჩინიმ „სასუოლოს“ ფორვარდი ჯანლუკა სკამაკა გამოიძახა.

ევროპის მოქმედი ჩემპიონი 12 ნოემბერს C ჯგუფში უშუალო კონკურენტ შვეიცარიას უმასპინძლებს, ხოლო 15 ნოემბერს სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიას შეხვდება.

იტალიას 14 ქულა აქვს და ჯგუფში პირველ ადგილზეა. ამდენივე ქულით მეორე შვეიცარია, რომელიც „სკუადრა აძურას“ გატანილ-გაშვებული გოლების უარესი სხვაობით ჩამორჩება.