ანტონიო კონტე:“ჩემი ხელფასი დიდი დარტყმაა მისთვის ვინც მიწვევს“

0
1

„ტოტენჰემის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ კომენტარი გააკეთა თავის ხელფასზე, რომელიც ინგლისურ კლუბში წელიწადში 17,5 მილიონ ევროს შეადგენს.

„ურტყამს თუ არა ჩემი ხელფასი ჯიბეს? ვფიქრობ ეს დარტყმაა, თან დიდი დარტყმა მისთვის ვინც მიწვევს. ჩემს სამუშაოს უმაღლეს დონეზე ვასრულებ და ამიტომ დიდი ხელფასი მაქვს.

პირველ ოთხეულში მოხვედრა ჩვენი გამოწვევაა. პრემიერ ლიგა ძალიან რთული ტურნირია. შევეცდებით ყოველ თამაშში მაქსიმალურად დავიხარჯოთ და კონფერენს ლიგაშიც კარგად გამოვიდეთ“ – ციტირებს იტალიელ სპეციალისტს La Gazzetta dello Sport-ი.

52 წლის კონტემ „ტოტენჰემთან“ 2 ნოემბერს კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ლონდონელებს პრემიერ ლიგაში ჩატარებული 11 ტურის შემდეგ 16 ქულა აქვთ და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე არიან.