ზლატან იბრაჰიმოვიჩი:“ვიდრე ჩემზე მოთხოვნაა ფეხბურთს ვითამაშებ“

0
5

შვედეთის ეროვნული ნაკრების და „მილანის“ თავდამსხმელის ზლატან ობრაჰიმოვიჩის თქმით, ფეხბურთს მანამდე ითამაშებს, ვიდრე მასზე მოთხოვნა იქნება.

„კარიერას როდის დავასრულებ ჯერ არ გადამწყვეტია. ვიდრე ჩემზე მოთხოვნაა ვითამაშებ. გასულ სეზონში ჩვეულებრივზე უფრო მეტი ტრავმა მქონდა. მე ხომ ყოველთვის 100 პროცენტით ვიხარჯები. 30 წელს რომ გადაცდები ფიზიკური ტკივილი არ გადის, უბრალოდ ამ მდგომარეობას ეჩვევი.

„მილანში“ ფიზიოთერაპევტია, რომელიც 24 საათის განმავლობაში თვალს მადევნებს. როგორც კი რაღაც არასასურველს ვიგრძნობ, ის მაშინვე მკურანალობს. იგი ძალიან დიდი პროფესიონალია. მსურს რაც შესაძლოა დიდი ხანი ვითამაშო და კარიერის დასრულებაზე არ ვიფიქრო. არ მინდა იმ ფეხბურთელების რიცხვს შევუერთდე, რომლებიც კარიერის ნაადრევად დამთავრებას ნანობენ, არადა, თამაში კიდევ შეეძლოთ“ – განაცხადა 40 წლის იბრაჰიმოვიჩა, რომელმაც მიმდინარე სეზონში „მილანის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 8 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

ზლატანი შვედეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 11 ნოემბერს ბათუმში საქართველოს ეროვნულ გუნდთან შესახვედრად, ხოლო 15 ნოემბერს სევილიაში ესპანეთთან დასაპირისპირებლად ემზადება.