მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 11 ნოემბერს საქართველოსა და შვედეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გასამართ მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა. ბილეთების ფასი 5, 15 და 25 ლარი იყო. მომავალი შეხვედრა ბათუმის ახალ არენაზე 21:00 სააათზე დაიწყება.
ვეყანაში არსებული რეგულაციების შესაბამისად, საქართველო – შვედეთის მატჩზე სტადიონის ტევადობის 33 პროცენტის შესაბამისი გულშემატკივართა რაოდენობა დაიშვება.
მატჩზე დასწრების მსურველებმა ბილეთთან ერთად უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა. აღნიშნული ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც.
