რადამელ ფალკაო ერთი თვე იუქმებს

0
3

რადამელ ფალკაო დაახლოებით ერთი თვის მანძილზე ესპანეთის „რაიო ვალეკანოს“ ვერ დაეხმარება.

35 წლის კოლუმბიელი თავდამსხმელმა ესპანეთის ლა ლიგის განვლილ ტურში მადრიდის „რეალთან“ (1:2) მატჩში ბარძაყის კუნთი გაიწყვიტა. მას სამკურნალოდ 3-4 კვირა დასჭირდება.

აღსანიშნავია, რომ ტრავმის მიღებამდე მან მადრიდელთა კარში გოლი გაიტანა.

35 წლის ფალკაომ, რომელიც „რაიო ვალეკანოს“ სეზონის დაწყებამდე შეუერთდა, ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 8 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

გამოცდილი თავდამსხმელი დაზიანების გამო ნოემბერში კოლუმბიის ნაკრებს მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლშიც ვერ დაეხმარება.