პოგბა საფრანგეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში ვერ დაეხმარება

0
4

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა საფრანგეთის ეროვნულ გუნდს მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარება.

მან ორშაბათს საფრანგეთის ნაკრებში ვარჯიშის დროს ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, 28 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ყაზახეთთან და ფინეთთან ვერ ითამაშებს. მის მაგივრად გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა „რომას“ შუახაზელი ჟორდან ვერეტუ გამოიძახა.

საფრანგეთის ნაკრები მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე 13 ნოემბერს ყაზახეთს მიიღებს, ხოლო 16 ნოემბერს სტუმრად ფინეთს შეხვდება.