ნიკა კვეკვესკირი:”სტადიონზე მაყურებლის დაბრუნება ბუნებრივია დამატებითი მოტივაციაა”

0
8

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ ნიკა კვეკვესკირს მიაჩნია, რომ სტადიონზე მაყურებლის დაბრუნება ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაციაა.
მან ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან განაცხადა.
ნიკა კვეკვესკირი: “რა თქმა უნდა, კოსოვოში მოპოვებული გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მითუმეტეს იმ ცუდი სერიის ფონზე, რომელიც მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე გვქონდა. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ შვედეთის წინააღმდეგ უფრო ლაღად და თავისუფლად ვითამაშებთ.
სტადიონზე მაყურებლის დაბრუნება ბუნებრივია დამატებითი მოტივაციაა. მით უმეტეს, რომ თითოეულ ჩვენგანს გათავისებული აქვს თუ როგორი სამწუხარო ტრაგედიის ფონზე მოგვიწია ოქტომბერში თამაში. ახლა კი გვსურს ბათუმელ და სრულიად ქართველ გულშემატკივარს პოზიტივის საფუძველი მივცეთ და ჩვენი თამაშით გავახაროთ”.
საქართველოსა და შვედეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 11 ნოემბერს ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” შედგება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.