იუსეფ ენ-ნესირი „სევილიას“ დიდი ხნით გამოაკლდა

0
3

„სევილიას“ თავდამსხმელი იუსეფ ენ-ნესირი ხანგრძლივი პერიოდით გამოაკლდა, იუწყება ესპანური მედია.

მაროკოელ ფეხბურთელს კუნთის ტრავმა გაუმიზეზდა და თამაშს იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში შეძლებს.

ამის გამო, 24 წლის ენ-ნესირი აფრიკის ეროვნებათა თასსაც გამოტოვებს.

მიმდინარე სეზონში ენ-ნესირიმ სევილიელთა მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 9 მატჩში 3 ბურთი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.