არსენ ვენგერი:“არსენალში“ ამდენი ხანი დარჩენას ვნანობ“

0
4

ლონდონის „არსენალის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი, რომელიც ამჟამად ფიფაში ფეხბურთის განვითარების დირექტორია, ნანობს, რომ ინგლისურ კლუბში ორ ათელ წელიწადზე მეტი გაატარა.

„საკუთარ თავს მთლიანად კლუბთან ვაიგივებდი და ეს ჩემი შეცდომა იყო. ჩემი მთავარი ნაკლია, რომ ძალიან მიყვარს ადგილი სადაც ვარ. უფრო სწორედ სადაც ვიყავი. ამის შესახებ ვნანობ. მე სხვა ადგილზეც უნდა მემუშავა.

ზოგჯერ ვფიქრობ: შეიცვალა თუ არა რამე იმ სეზონის შემდეგ, რომელშიც არცერთი მატჩი წავაგეთ? 2007 წელი გადმწყვეტი იყო. მაშინ, პირველად ვიგრძენი, რომ კლუბის ხელმძღვანელებს შორის კონფლიქტია.

მე კლუბისა და დევიდ დინის ერთგულებას შორის გახლეჩილი ვიყავი. დღემდე საკუთარ თავს კითხვას ვუსვამა რამდენად სწორედ მოვიქეცი, რადგან იმ მომენტსი შემდეგ ცხოვრება ადრინდელი აღარ იყო.

საფრანგეთის ნაკრების გაწვრთნის შანსი მქონდა. ინგლისის ნაკრებში ორჯერ თუ სამჯერ მიმიწვიეს. ორჯერ „რეალში“ წასვლა შემეძლო. ასევე, „მანჩესტერ იუნაიტედში“, პსჟ-სა და „იუვენტუსში“ მიწვევდნენ“ – იუწყება 72 წლის ფრანგი სპეციალისტის ნათქვამს goal.ge.