საბა ლობჟანიძე:”გვსურს მთლიანად წელი და კონკრეტულად საკვალიფიკაციო ეტაპი კარგად დავასრულოთ”​

0
4

საბა ლობჟანიძეს სურს, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი წარმატებით დაასრულა.

მან ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან განაცხადა.

საბა ლობჟანიძე: “ვემზადებით შვედეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ. ვფიქრობ, რომ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ადვილი თამაში ნამდვილად არ გვექნება. ხვალიდან სრული შემადგენლობით შევიკრიბებით.

ძალიან სასიამოვნოა, რომ შეხვედრას გულშემატკივარი დაესწრება, ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა. ჩვენი სურვილია, რომ მთლიანად წელი და კონკრეტულად საკვალიფიკაციო ეტაპი კარგად დავასრულოთ.”​