ლობჟანიძის გუნდის წაუგებელი სერია შეწყდა

0
9

საბა ლობჟანიძის „ჰათაისფორის“ 4-მატჩიანი (3 გამარჯვება, 1 ფრე) წაუგებელი სერია შეწყდა.

თურქეთის სუპერლიგის მე-12 ტურში „ჰათაისფორი“ სტუმრად „ადანა დემირსფორს“ შეხვდა და მინიმალური ანგარიშით წააგო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც მისი გუნდი უკვე აგებდა. მასპინძლებმა ანგარიში 64-ე წუთზე გახსნეს.

ლობჟანიძემ მიმდინარე სეზონში თურქეთის სუპერლიგაში 11-ჯერ (9-ჯერ სასტარტოში) ითამაშა და 4 გოლი გაუშვა.

„ჰათაისფორი“ 23 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა და ლიდერ ტრაბზონსფორს 7 ქულით ჩამორჩება.

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-14 ტურში “ვოლფსბერგერმა” ვენის “რაპიდი” მიიღო და 4:1 სძლია. საქართველოს ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი მასპინძლების განაცხადში არ იყო.