ბეგლარიშვილის მეოთხე დუბლი მიმდინარე სეზონში

0
2

ზაქარია ბეგლარიშვილმა მიმდინარე სეზონში ესტონეთის უმაღლეს დივიზიონში თავისი მეოთხე დუბლი შეასრულა.

29-ე ტურში „ლევადიამ“, სადაც ქართველი ნახევარმცველი გამოდის, 29-ე ტურში შინ „ლეგიონთან“ 2:2 ითამაშა.

ბეგლარიშვილმა 22-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო სტუმრებმა საპასუხო ბურთი 37-ე წუთზე გაიტანეს. ბეგლარიშვილმა „ლევადია“ 55-ე წუთზე წინ ზუსტად შესრულებული პენალტის შემდეგ გაიყვანა. „ლეგიონმა“ ანგარიში 76-ე წუთზე გაათანაბრა.

31 წლის ბეგლარიშვილმა მიმდინარე სეზონში 28 მატჩში 22 გოლი გაიტანა. მან ოთხი დუბლის გარდა, ერთი ჰეთ-თრიქიც მიითვალა.

„ლევადია“ 71 ქულით საჩემპიონო ექვსეულში ლიდერია და მეორე ადგილზე მყოფ „ფლორას“ 7 ქულით სჯობს.