შევჩენკო „ჯენოას“ მთავარი მწვრთნელია

0
5

ანდრეი შევჩენკო თავისი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში კლუბში პირველად იმუშავებს.

45 წლის უკრაინელი სპეციალისტი „ჯენოას“ თავკაცად იმუშავებს, რის შესახებ გენუელთა პრესსამსხური იუწყება.

შევჩენკომ „ჯენოასთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა და წელიწადში 2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

მან იტალიური გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დავიდე ბალარდინი შეცვალა, რომელიც „ჯენოას“ ხელმძღვანელებმა გუშინ დაითხოვეს.

შევჩენკო გენუურ კლუბში დანიშვნამდე უკრაინის ეროვნულ ნაკრებს 5 წელიწადი წვრთნიდა და ევრო-2020-ზე 1/4-ფინალში გაიყვანა.

იტალიის სერია A-ში ჩატარებული 12 ტურის შემდეგ „ჯენოა“ 20-გუნდიან ჩემპიონატში 9 ქულით მე-18 ადგილზეა.