ქეცბაიას გუნდის ზედიზედ მეორე მოგება – ქართველებიდან კაჭარავამ ითამაშა

0
4

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა „ანორთოსისმა“ მიმდინარე სეზონში კვიპროსის ჩემპიონატში ზედიზედ ორი თამაში პირველად მოიგო.

მე-9 ტურში ფამაგუსტელები შინ „პაფოსს“ შეხვდნენ და მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს. განვლილ შეხვედრაში ერთადერთი გოლი 43-ე წუთზე კალტსასმა გაიტანა.

მასპინძლების სასტარტო შემადგენლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა იყო, რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.

ჩვენი ეროვნული გუნდის მეკარე გიორგი ლორია თადარიგში იმყოფებოდა, ხოლო ნახევარმცველი ნიკა ნინუა განაცხადში ვერ მოხვდა.

„ანორთოსისი“ 12 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 პოზიციაზეა.