მიქაუტაძემ და ჩაკვეტაძემ ქულები გაიყვეს

0
6

ბელგიის უმაღლეს დივიზიონში “ქართული” დერბი შედგა. მე-14 ტურში, გიორგი მიქაუტაძის “სერენი” შინ “გენტს” დაუპირისპირდა, სადაც გიორგი ჩაკვეტაძე გამოდის.

შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ორივე გუნდში მოთამაშე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებიდან სასტარტოში ჩაკვეტაძე მოხვდა, რომელმაც მოედანზე 59 წუთი დაჰყო და შეცვალეს.

მიქაუტაძეს სათადარიგოთა სკამზე იყო და თამაშში 75-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო 7 წუთში ყვითელი ბარათი მიიღო.

“გენტი” 18 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა, ხოლო”სერენი” 13 ქულით – მეთექვსმეტეა.