ბაბუნაშვილის წარმატებული დაბრუნება, „სამგურალმა“ 9-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა

0
6

ქუთაისის „ტორპედომ“ ზედიზედ ორი მატჩის წაგების შემდეგ,  3 ქულა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 33-ე ტურში სტუმრად ქობულეთის „შუქურასთან“ აიღო.

„ტორპედოდან“ კახა ჩხეტიანის გაშვების შემდეგ, ქუთაისელები განახლებულ “ჩელე არენაზე”, სადაც ქობულეთელები 2-წლიანი პაუზის მერე დაბრუნდნენ, სათამაშოდ შოთა ბაბუნაშვილმა გაიყვანა. სხვათა შორის, მას მიმდინარე სეზონში მთავარი მწვრთნელის მოვალეობა მეორედ მოუწია. პირველად მან მიხეილ აშვეთია შეცვალა.

სტუმრებიდან ერთადერთი გოლი პენალტის ნიშნულიდან ოლეგ მამსახლისმა 72-ე წუთზე გაიტანა.

„ტორპედო“ 33 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა. „შუქურა“ 27 ქულით მეცხრეა.

„სამგურალმა“ 9-მატჩიანი წაუგებელი სერია სამტრედიაში დაასრულა. სოსო ფრუიძის გაწვრთნილმა წყალტუბოელებმა მასპინძლები მინიმალური სხვაობით დაამარცხეს.

58-ე წუთზე სამტრედიელებმა შეტევა მარცხენა ფლანგიდან წამოიწყეს და გიორგი ახალაძემ მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი, რომელსაც თავური გივი იოსელიანმა შეაგება და ანგარიში გახსნა – 1:0.

74-ე წუთზე, გიორგი ბუხაიძემ თერთმეტმეტრიანიდან საპასუხო ბურთი გაიტანა.

90-ე წუთზე ნიკა კალანდარიშვილმა მარცხენა ფლანგზე ბურთი გიორგი გადრანს თავს ზემოთ გადაუგდო და პასი მეტოქის კარის წინ მდგომ სერგო კუხიანიძეს გაუკეთა, რომლის დარტყმული ბურთი ბექა ქურდაძემ მოიგერია, ხოლო დამატებაზე ბუხაიძემ ახლო მანძილიდან სამტრდიელებს გაუტანა.

„სამგურალი“ 40 ქულით მე-6 ადგილზეა, „სამტრედია“ 20 ქულით ბოლოა.