„ასტონ ვილა“ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

0
17

ბირმინგემის „ასტონ ვილას“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დინ სმიტი დაითხოვეს.

50 წლის ინგლისელი სპეციალისტი ბირმინგემელებს 2018 წლის 10 ოქტომბრიდან მუშაობდა. მხარეებმა თანამშრომლობა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს.

„გასული სეზონის კარგი სტარტის შემდეგ, ამ სეზონში შედეგების მუდმივი გაუმჯობესება, გამოსვლა და ლიგაში დაკავებული ის პოზიცია, რომელსაც ყველა ასე ელოდა, ვერ დავინახეთ. ამ მიზეზის გამო გადავწყვიტეთ ცვლილება ახლა განვახორციელოთ, რათა ახალ მთავარ მწვრთნელს გუნდს ზემოქმედების საშუალება მივცეთ“ – ნათქვამია „ასტონ ვილას“ ოფიციალურ განცხადებაში.

11 ტურის შემდეგ, ბირმინგემელები 10 ქულით 20-გუნდიან პრემიერ ლიგაში მე-16 ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე, „უოტფორდმა“ ესპანელი ჩისკო დაითხოვა, ხოლო „ნორვიჩმა“ დანიელ ფარკე მას მერე გაუშვა, რაც გუნდმა მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში პირველი თამაში მოიგო.