წიტაიშვილი ნაკრებში გოლით მოდის

0
7

საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა გიორგი წიტაიშვილმა ოდესის „ჩერნომორეცში“ გადასვლის შემდეგ თავისი პირველი გოლი გაიტანა.

უკრაინის პრემიერ ლიგის მე-14 ტურში ოდესელებმა ლვოვის „რუხი“ მიიღეს და დაძაბულ ბრძოლაში 4:3 დაამარცხეს.

წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 57-ე წუთზე მისი დარტყმის შემდეგ ანგარიში 3:0 გახდა. თუმცა, სტუმრებმა იმდენი შეძლეს, რომ 3 გოლი გაიტანეს და 79-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა.

„ჩერნომორეცმა“ გამარჯვების გოლი 83-ე წუთზე გაიტანა. ოდესელთა სასტარტოში იყო ნახევარმცველი ბექა ვაჩიბერაძე, რომელიც გუნდის კაპიტანია. ის 72-ე  წუთზე შეცვალეს.

„ჩერნომორეცი“ 11 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა.