“ქუთაისმა” ზედიზედ მესამედ მოიგო

0
14

საკალათბურთო სუპერლიგის მე-4 ტური ქუთაისში გაიხსნა. რეგიონულ დერბიში ერთმანეთს იმერული და აჭარული გუნდები შეხვდნენ. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა “ქუთაისმა” 92:82 (სტატისტიკა) დაამარცხა ბუბა ბერიშვილის “ბათუმი” და სუპერლიგაში წაუგებელი გუნდის სტატუსს ინარჩუნებს.

ქუთაისელებმა პირველ ტურში სუპერთასი ითამაშეს და ამიტომ “ბათუმთან” მატჩი მათთვის სუპერლიგაში მე-3 გახლდათ. მასპინძლებს გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებიათ. მართალია, ბათუმელები მეტოქეს დისტანციაზე მიყვებოდნენ და წარმატების შანსს ინარჩუნებდნენ, თუმცა შეხვედრა ისე ჩამთავრდა, მასპინძლებს მათ ამის შანსი არ მიუციათ.

პირველი პერიოდი “ქუთაისმა” 27:21 მოიგო, მეორეს ბოლოს კი უპირატესობა 11 ქულამდე გაზარდა. მეორე ტაიმში საინტერესო ბრძოლა არ გამართულა. ბათუმელები მეტოქეს 10 ქულაზე ახლოს ვეღარ მიუახლოვდნენ და შეხვედრაც ამ სხვაობით დამთავრდა.

ქუთაისელებს 15 ქულით, 7 მოხსნით და 4 პასით გიორგი კორსანტიამ ულიდერა. 15 ქულა და 3 ჩაჭრა მიითვალა ადრიან ბოუიმ, ხოლო ჯარვის რეის ანგარიშზე 12 ქულა დაგროვდა. “ბათუმში” 19 ქულით ბომბარდირი გახდა აიზეა ტრეილორი, ხოლო საუკეთესო შედეგი – 18 ქულა, 9 მოხსნა და 4 პასი – ბექა ბექაურის ანგარიშზეა.

ბათუმელებს 4 მატჩიდან 1 მოგება აქვთ, ხოლო “ქუთაისი” 3 შეხვედრაში დაუმარცხებელია.