ყაზაიშვილმა პრინციპული მატჩი წააგო, დავითაშვილმა შეცვლაზე ითამაშა

0
20

„ულსანმა“, რომელშიც ვაკო ყაზაიშვილი გამოდის, სამხრეთ კორეის ჩემპიონატში მეტად პრინციპული მატჩი წააგო ოქროს მედლების ბრძოლაში უშუალო კონკურენტ „ჩონბუკთან“ – 2:3.

ქართველი შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც სტუმრები 1:2 აგებდნენ.

ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე „ულსანს“ 67 ქულა აქვს და საჩემპიონო ექვსეულში 3 ქულით ჩამორჩება ლიდერ „ჩონბუკს“.

აღსანიშნავია, რომ ვილი სანიოლმა მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბათუმში შვედეთთან დასკვნითი მატჩისთვის, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ისევ გამოიძახა ყაზაიშვილი, რომელსაც საბერძნეთთან და კოსოვოსთან შეხვედრებში არ უთამაშია.

რუსეთის პრემიერ ლიგის მე-14 ტურში ტულას „არსენალმა“ თავის მოედანზე „უფას“ ვერ მოუგო – 0:0. ზურიკო დავითაშვილი მასპინძლების სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 75-ე წუთზე ჩაერთო.

უნგრეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში „მეზიოკიოვეშდმა“ სახლში „პაკშს“ 2:1 აჯობა. მასპინძლებში ისევ შეუცვლელად ითამაშა ლუკა ლაკვეხელიანმა, რომელიც მე-7 წუთზე გააფრთხილეს.