საქართველოს კრისტლაბეთ ეროვნული ლიგის 33-ე ტური ერთ-ერთი ცენტრალური მატჩით გაიხსნა, რომელიც საგურამოში შედგა.
თბილისის „ლოკომოტივმა“ გათამაშების ლიდერი ბათუმის „დინამო“ მიიღო და შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
შესვენებამდე ანგარიშის გახსნის შანსი გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილ „ლოკომოტივს“ ჰქონდა. ტაიმის შუაწელში მარცხენა ფლანგიდან პარტნიორის პასის შემდეგ ირაკლი სიხარულიძემ ბათუმელთა საჯარიმოში ბურთი ერთი შეხებით დაამუშავა და სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ სტუმრები გოლის გაშვებისსგან ნახტომში ლაზარე კუპატაძემ იხსნა.
ტაიმის მიწურულს „ლოკომოტივის“ კონტრშეტევის დროს სტუმართა კარს ისევ სიხარულიძე დაემუქრა, რომელმაც დინამოელთა კარის დარაჯს ისევ ვერ აჯობა.
შეხვედრის მეორე ნახევარში საგოლე მომენტები მხოლოდ გია გეგუჩაძის შეგირდებს ჰქონდათ. თამაშის განახლებიდან 10 წუთში გიორგი ფანცულაიას გადაცემის შემდეგ მასპინძლების საჯარიმოში მყოფმა ჯაბა ჯიღაურმა ახლო მანძილიდან დაარტყა და რევაზ თევდორაძემ ბურთი ფეხით მოიგერია.
ამის შემდეგ თავის გამოჩენა ისევ ჯიღაურს შეეძლო, რომლის დარტყმული ბურთი ზედა ძელს მოხვდა და საბოლოოდ კარის ხაზიდან თბილისელთა მცველმა გიორგი გაბაძემ გამოიტანა.
ცოტა ხანში, ვლადიმერ მამუჩაშვილმა შეასრულა საჯარიმო დარტყმა და თევდორაძემ რთული ბურთი მოიგერია, ხოლო მერე მამუკა კობახიძის დამატებულიც აიღო.
მიმდინარე სეზონში ფრედ ამ გუნდების მეორე დაპირისპირება დასრულდა, ხოლო 2 თამაში ბათუმის „დინამომ“ მოიგო.
აქვე გეტყვით, რომ განვლილ შეხვედრას ლატვიეელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურა ანუფრიევსის ხელმძღვანელობით.
ბათუმის „დინამო“ 68 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა, ხოლო „ლოკომოტივი“ 51 ქულით მეოთხეა.