სოლომონ კვერკველიამ „მეტალისტ 1925“-ში გადასვლის შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მეორე მატჩი ჩაატარა.
უკრაინის პრემიერ ლიგის მე-14 ტურში ხარკოველები სტუმრად „ოლექსანდრიას“ დაუპირისპირდნენ და 2 უპასუხო ბურთი გაუშვეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა. „მეტალისტ 1925“-მა მიჯრით მეორე შეხვედრა წააგო და 19 ქულით მე-8 პოზიციაზეა.
უზბეკეთის სუპერლიგის 24-ე ტურში ტაშკენტის „ლოკომოტივმა“ შინ „სოგდიანას“ 1:0 სძლია. მასპინძლებში ნახევარმცველმა კახა მახარაძემ პირველიდან ბოლო წუთამდე იასპარეზა.
კვიპროსის ჩემპიონატში „აპოლონმა“ შინ „დოქსას“ 3:0 აჯობა. გამარჯვებულთა თადარიგში ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი იყო, რომელსარ არ უთამაშია. გუნდის კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი განაცხადში ვერ მოხვდა.
სტუმრებში ნახევარმცველი ავთო ებრალიძე თადარიგშიც არ ფიგურირებდა.
