გიორბელიძე ისევ არ ათამაშეს, შენგელია კვლავ განაცხადს მიღმაა

0
3

დრეზდენის „დინამომ“, რომელშიც გურამ გიორბელიძე ირიცხება გერმანიის ბუნდელისგის მე-13 ტურში გასვლაზე „ჰოლშტაინ კილს“ შეხვდა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველს თავის გამოჩენის საშუალება ისევ არ მისცეს. გიორბელიძე გუნდის განაცხადში იყო, მაგრამ თამაშში არ ჩართულა.

დრეზდენელები 13 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილზე არიან.

ბელგიის ჩემპიონატში „ლუვენმა“ საკუთარ მოედანზე „ოსტენდეს“ 1:0 აჯობა. მასპინძლების განაცხადში ზედიზედ მეორედ საქართველოს ნაკრების გარემარბი ლევან შენგელია ვერ მოხვდა.

„ლუვენი“ 17 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-12 პოზიციაზეა.