„დინამო“ გორში დამარცხდა – „დილამ“ ზედიზედ მეხუთედ მოიგო

0
2

მატჩის დასაწყისში „დინამოს“ ანგარიშის გახსნა შეეძლო, მაგრამ მასპინძელთა მეკარესთან პირისპირ გასულმა მარცხენა მცველმა ლევან ხარაბაძემ ძალიან ცუდად დაარტყა და ბურთი კარს ააცილა.

მე-18 წუთზე, საკუთარ საჯარიმოში საბა ხვადაგიანის შემცდომს შემდეგ, ირაკლი ბიძინაშვილს შეეძლო გატანა, რომელმაც საიმონ ბენიოსაც დააწრო და ახლო მანძილიდან დაარტყა, თუმცა ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.

პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მეორე ტაიმის დაწყებიდან ორ წუთში გვინეელი უსმანე კამარამ მარცხენა ფრთაზე „კედელი“ ირაკლი ბიძინაშვილთან გაითამაშა და საჯარიმოში შესული ბურთს ისევ მას უბრუნებდა – საბა ხვადაგიანი შეეცადა გორელი ფეხბურთელისთვის ხელი შეეშალა, მაგრამ საბოლოოდ პასი გაუკეთა ბიძინაშვილს, რომელმაც ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიტანა.

74-ე წუთზე ოსეი ბარნსმა ბურთი, რომელიც გორელის ფეხბურთელის თავიდან მიუვიდა ახლო მანძილიდან დაარტყა და გუგეშაშვილმა მასპინძლები გოლის გაშვებისგან იხსნა.

ამის შემდეგ ირაკლი ბუღრიძე „დინამოს“ მეკარესთან პირისპირ გავიდა და მისი დარტყმული ესპანელმა პრიეტომ მოიგერია.

ცოტა ხანში, მალაველი ფრანცისკო მადინგა პრიეტოსთან პირისპირ რჩებოდა, მაგრამ ბურთი ფეხებში „აებლანდა“ და შანსი ხელიდან გაუშვა.

მატჩის მიწურულს „დილას“ საჯარიმოში მყოფ გიორგი გაბედავას შემოტრიალებით უფრო ზუსტად რომ დაერტყა, შესაძლოა ანგარიში გაეთანაბრებინა.

„დილამ“ მიმდინარე სეზონში „დინამოს“ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე მეორე მატჩი მოუგო.

უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილმა „დილამ“ ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგო და 59 ქულით მესამეა, ხოლო კახა ცხადაძის დამოძღვრილი „დინამო“ 63 ქულით მეორეა.