აბურჯანიას სასტარტო არც ამჯერად ანდეს

0
3
FUTEBOL - Aburjania (Gil Vicente) festeja golo da sua equipa contra o (Belenenses SAD), durante o jogo Belenenses SAD - Gil Vicente da 6ª jornada da Liga Bwin, disputada no Estádio Municipal de Leiria. 18-09-2021 (Paulo Costa Dias/ASF)

„ჟილ ვისენტემ“ პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში მე-11 მატჩი ჩაატარა, მაგრამ გიორგი აბურჯანია სასტარტო შემადგენლობაში ისევ ვერ მოხვდა.

ქართველის გუნდი ამჯერად შინ „აროუკას“ დაუპირისპირდა და ქულა აიღო – 1:1.

აბურჯანია თამაშში 83-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მატჩში ორივე გოლი გატანილი იყო.

სტუმრებმა ანგარიში მე-16 წუთზე გახსნეს, ხოლო მასპინძლებმა საპასუხო ბურთი 47-ე წუთზე გაიტანეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი „ჟილ ვისენტეს“ სეზონის წინ შეუერთდა და პორტუგალიის ჩემპიონატში შვიდივე მატჩი შეცვლაზე ჩაატარა.

„ჟილ ვისენტე“ 13 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 პოზიციაზეა.

ავსტრიის რანგით მეორე ლიგაში „კაპფენბერგმა“ შინ „ხუნიორს“ ვერ აჯობა – 1:1. ქართველი თავდამსხმელი ლევან ელოშვილი მასპინძლების სასტარტოში იყო და შესვენების შემდეგ შეცვალეს. „კაპფენბერგი“ 10 ტურის შემდეგ 14 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 პოზიციაზეა.