შენგელიას 10 ქულა და წაგება მოსკოვში “ფენერბაჰჩესთან”

0
8

მხრის ტრავმის მორჩენის შემდეგ, თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-ში მეორე მატჩი ჩაატარა. პირველი შეხვედრა 3 დღის წინ, “ტარტუსთან” VTB ლიგაში ითამაშა და 24 ქულა მოაგროვა. ამჯერად, მოსკოველები ევროლიგაში თურქულ “ფენერბაჰჩესთან” შინ დაუპირისპირდნენ და 82:91 დამარცხდნენ.

შენგელიას სტატისტიკა ასეთი იყო: 28 წუთი, 10 ქულა, 3 პასი, თითო მოხსნა-ჩაჭრათოკომ 4 სამქულიანიდან 2 ჩააგდო და 4 ორქულიანიდან ასევე მიზანს 2-ჯერ მიაღწია.

გადამწყვეტი აღმოჩნდა მატჩის მიწურულს ნანდო დე კოლოს მიერ ჩაგდებული ორი სამქულიანი, რომლის შემდეგაც ცსკა-ს თამაშის შემოსატრიალებლად არც დრო დარჩა და არც რესურსი. დე კოლომ მატჩი 18 ქულით დაასრულა.

ცსკა-ს ევროლიგაზე 8 მატჩიდან 4 აქვს მოგებული. უახლოეს შეხვედრას ვითიბი ლიგაზე 7 ნოემბერს „უნიქსის“ წინააღმდეგ გამართავს.

ნანდო დე კოლოს მიერ ჩაგდებული ორი სამქულიანი, რომლის შემდეგაც ცსკა-ს თამაშის შემოსატრიალებლად არც დრო დარჩა და არც რესურსი. დე კოლომ მატჩი 18 ქულით დაასრულა.

თორნიკე შენგელიას სტატისტიკა ასეთი იყო: 28 წუთი, 10 ქულა, 3 პასი, თითო მოხსნა-ჩაჭრათოკომ 4-4 ორქულიანი და სამიანი სტყორცნა და 2-2 ჩააგდო.

ცსკა-ს ევროლიგაზე 8 მატჩიდან 4 აქვს მოგებული. უახლოეს შეხვედრას ვითიბი ლიგაზე 7 ნოემბერს „უნიქსის“ წინააღმდეგ გამართავს.