„ნიუკასლს“ ედი ჰაუ ჩაიბარებს

0
18

„ნიუკასლის“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია.

Sky Sports-ის ინფორმაციით, ინგლისის პრემიერ ლიგის ერთ-ერთ საუტსაიდერს ედი ჰაუ გაწვრთნის.

43 წლის ინგლისელმა სპეციალისტმა „ნიუკასლთან“ ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტი შეათანხმა.

ჰაუ თავისი კარიერის განმავლობაში „ბარნლისა“ და „ბორნმუთს“ ავარჯიშებდა. ეს უკანასკნელი მან გასული წლის ზაფხულში დატოვა და მას მერე არსად უმუშავია.

„ნიუკასლი“, რომელიც საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდმა შეიძინა, 10 ტურის შემდეგ 4 ქულით პრემიერ ლიგაში ბოლოსწინაა.