ხოჭოლავამ და „კოპენჰაგენმა“ სტუმრად პაოკს აჯობეს

0
2

დანიის „კოპენჰაგენი“, სადაც დავით ხოჭოლავა გამოდის, კონფერენს ლიგის F ჯგუფში გალიდერდა.

მე-4 ტურში სკანდინავიელები სტუმრად საბერძნეთის პაოკს დაუპირისპირდნენ და ერთბურთიანი სხვაობით გაიმარჯვეს.

მასპინძლები მე-7 წუთზე ჟივკოვიჩის დარტყმის შემდეგ დაწინაურდნენ, ხოლო სტუმრებიდან ანგარიში 34-ე წუთზე ანკერსენმა გაათანაბრა. 50-ე წუთზე პეპ ბიელმა პაოკ-ის კარი აიღო და ეს გოლი შეხვედრაში საბოლოო აღმოჩნდა.

ხოჭოლავამ „კოპენჰაგენში“ შეუცვლელად ითამაშა და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

მისი გუნდი 10 ქულით ჯგუფში პირველ ადგილზეა და 2 ქულით ასწრებს მეორე პოზიციაზე მყოფ გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას ბრატისლავის „სლოვანს“.