კანკავამ და კაშიამ კონფერენს ლიგაში ზედიზედ მეორედ მოიგეს

0
7

ბრატისლავას „სლოვანმა“, რომელშიც ჯაბა კანკავა და გურამ კაშია გამოდიან, კონფერენს ლიგაში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და F ჯგუფში გალიდერდა.

სლოვაკები ისევ გიბრალტარის „ლინკოლნს“ დაუპირისპირდნენ და თუ სახლში 2:0 აჯობეს, ამჯერად სტუმრად 4:1 დაამარცხეს.

„სლოვანმა“ თითო ტაიმში 2-2 გოლი გაიტანა და საკუთარ კარში მხოლოდ ერთი ბურთი მიიღო. სტუმართა მეოთხე ბურთის დროს თანაგუნდელს საგოლე გადაცემა კაშიამ თავისი ნახევრიდან გაუკეთა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა კანკავამ შეუცვლელად ითამაშა და მე-60 წუთზე გააფრთხილეს. მის მსგავსად მოედანზე პირველიდან ბოლო წუთამდე იყო გურამ კაშია.

„სლოვანი“ 7 ქულით ჯგუფში ჯერჯერობით პირველ ადგილზეა, მაგრამ დღეს პაოკი დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენს“ მასპინძლობს და ლიდერო აუცილებლად შეიცვლება, რადგან ბერძნებს 7 ქულა აქვთ, ხოლო დანიელებს – 6.