ჩირო იმობილე რომის „ლაციოს“ არსებობის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში რომაელებმა სტუმრად „მარსელთან“ 2:2 ითამაშეს და მათ რიგებში ერთი გოლი იმობილემ გაიტანა.
31 წლის ფეხბურთელმა რომაელთა მაისურით ყველა ტურნირში თავის ანგარიშზე 160-ე გოლი ჩაიწერა და მას ამისთვის 233 მატჩი დასჭირდა.
მან ლეგენდარულ სილვიო პიოლას გაასწრო, რომელმაც 243 შეხვედრაში მეტოქეთა კარის 159-ჯერ აიღო.
იმობილე „ლაციოში“ 2016-2017 წლების სეზონიდან თამაშობს და 2019-2020 წლების სეზონში იტალიის სერია A-ში გატანილი 36 გოლით ევროპის საკლუბო ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირისთვის განკუთვნილი „ოქროს ბუცი“ მიიღო.
