„გენტის“ პირველ ფრე კონფერენს ლიგაში, ჩაკვეტაძე შეცვლაზედა საგოლე პასი

0
14

„გენტი“, სადაც გიორგი ჩაკვეტაძე გამოდის, კონფერენს ლიგის B ჯგუფს დაუმარცხებლად ლიდერობს.

მე-4 ტურში ბელგიელებმა ბელგრადის „პარტიზანს“ უმასპინძლეს და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.

სტუმრები 65-ე წუთზე უროშევიჩმა დააწინაურა, ხოლო მასპინძლებმა ანგარიში მე-80 წუთზე ტისუდალის დარტყმის შემდეგ გაათანაბრეს, რომელსაც საგოლე გადაცემა მარჯვენა ფლანგიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა გაუკეთა.

ჩაკვეტაძე, რომელმაც ბელგიის ჩემპიონატის გასული ტური მიკროტრავმის მიზეზით გამოტოვა, სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 71-ე წუთზე ჩაერთო.

„გენტი“ 10 ქულით ჯგუფში პირველ ადგილზეა, ხოლო მეორე პოზიციაზე მყოფ „პარტიზანს“ 7 ქულა აქვს.