საქართველო-შვედეთი – ბილეთები 8 ნოემბერს გაიყიდება

0
11

ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩის საქართველო – შვედეთის ბილეთების გაყიდვა ორშაბათს, 8 ნოემბერს 12:00 საათზე დაიწყება.
ქვეყანაში არსებული რეგულაციების შესაბამისად, საქართველო – შვედეთის მატჩზე სტადიონის ტევადობის 33 პროცენტის შესაბამისი გულშემატკივართა რაოდენობა დაიშვება.
მატჩზე დასწრების მსურველებმა ბილეთთან ერთად უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობავაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტიან 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხიან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა. აღნიშნული ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც.
შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთის რეალიზაცია ონლაინ რეჟიმში TKT.ge-ზე მოხდება. ბილეთის ფასი 515 და 25 ლარია.
შეგახსენებთ, მატჩი ბათუმში ჩატარდება და ასპარეზობა 21 საათიდან დაიწყება.