ცვლილებები თამაშის ტემპის ასაჩქარებლად

0
4

2021 წლის 21 სექტემბერს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომაზე მოხდა წესთა ცვლილებების მიღება, რომელიც ძალაში შევიდა დიდი 10 ის და ესპუართა ლიგებში.

აღნიშული ცვლილებები 2022 წლის დასაწყისში (მიმდინარე სეზონის მეორე წრეში) ძალაში შევა პირველ და რეგიონალურ ლიგებში, რათა სეზონის ბოლოს ლიგებს შორის გადათამაშება და პლეიოფები განხორციელდეს თანაბარი წესებით.

აღნიშული ცვლილებების გაცნობის მიზნით, მოხდება ინდივიდუალური შეხვედრები აღნიშნულ ლიგებში მონაწილე ყველა კლუბთან.

წესთა ცვლილებები 2021-2022 

მიზანი: თამაშის ტემპის ასაჩქარებლად , შერკინებების რაოდენობის შემცირება იმგვარად,რომ შერკინებას ძალა არ დაეკარგოს. 

  • დერეფანი და შერკინება ზედმეტად იწელება – დერეფნის დროს არ შეიძლება შეკრება და მოლაპარაკებაითვალისწინებს სანქციასთავისუფალი დარტყმის სახით. დერეფნის მოსაწყობათ მოცემულია 30 წამი;
  • შერკინების მოსაწყობად მოცემულია 30 წამი. დარღვევა ითვალისწინებს სანქცია თავისუფალი დარტყმის სახით;
  • თუ შერკინება ერთხელ გადაეწყო, მეორედ აღარ გადაეწყობა. მსაჯი გამოიყენებს სანქციას;
  • შერკინებაში მოპოვებული თავისუფალი დარტყმის ან ჯარიმის ნაცვლად,  შემტევ გუნდს მხოლოდ ერთხელ შეუძია კვლავ შერკინების მოთხოვნა;
  • თუ ბურთი წინთამაშის შემდეგ აუტში გადაგორდა, დაინიშნება დერეფანი (შერკინების შეთავაზება ამოვარდა);
  • მსაჯებმა ნაკლებად უნდა გააჩერონ დრო ტრამვების დროს (მაგ: თუ ერთ მხარეს 15 ნომერი წევს და მეორე მხარეს დერეფანია. ამ შემთხვევაში თამაში უნდა გაგრძელდეს);
  • ყურადღება გამახვილდება უფრო მკაცრად მსაჯის ძახილზე – (რაქიდან 5 წამიანი) „გამოიყენე/გაიტანე“. დარღვევა ითვალისწინებს სანქცია  თავისუფალი დარტყმის სახით;
  • მოლში ბურთი ვერ გამოვიყენების შემთხვევაში, ინიშნება სანქცია თავისუფალი დარტყმის სახით;