მანე „ლივერპულის“ ლეგენდას გაუტოლდა, კლოპის მე-200 გამარჯვება

0
3

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში „ლივერპულმა“ მადრიდის „ატლეტიკოს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

„მერსისაიდელებიდან“ ერთი გოლი სენეგალელმა თავდამსხმელმა სადიო მანემ გაიტანა. მან ევროპის ყველზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში მეტოქეთა კარი 21-ჯერ აიღო და ამ მაჩვენებლით სტივენ ჯერარდს გაუტოლდა.

მადრიდელებთან გამარჯვება გერმანელი იურგენ კლოპისთვის „ლივერპულის“ თავკაცის რანგში ყველა ტურნირზე მე-200 აღმოჩნდა. მან გუნდს 2015 წლიდან დღემდე 334 თამაშში უხელმძღვანელა.

არსებობის ისტორიაში „ლივერპულს“ ყველაზე მეტი მატჩი ბილ შენკლიმ (407) მოაგებინა, მეორე ადგილზე ტომ უოტსონია (329), მესამე ბობ პეისლი (309), ხოლო მეოთხეზე კენი დალგლიში (222).