გოგა ბითაძის რვა ქულა ათ წუთში

0
6
გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერზმა“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული პირველობის მეცხრე შეხვედრა ჩაატარა და მიჯრით მეორე გამარჯვება მოიპოვა – „პეისერზი“ შინ „ნიუ იორკ ნიქზს“ შეხვდა და 111:98 დაამარცხა.
გოგა ბითაძემ 10 წუთი ითამაშა. ქართველმა მეფარემ რვა ქულა, სამი მოხსნა და ორი ჩაჭრა მიითვალა. 22 წლის კალათბურთელმა  ოთხიდან ორი სამქულიანი და ერთი ორქულიანი ჩააგდო. ჩვენებურისთვის მიმდინარე სეზონში 8 ქულა საუკეთესო შედეგია.
მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე „ინდიანას“ ცენტრი მაილს ტერნერი იყო. 25 წლის ამერიკელმა 28:55 წუთში 25 ქულით და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.