ბენზემას 75-ე გოლი ჩემპიონთა ლიგაში, „რეალის“ – მე-1000

0
12

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში მადრიდის „რეალმა“ შინ დონეცკის „შახტარი“ ქარიმ ბენზემას დუბლით 2:1 დაამარცხა.

ფრანგმა თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგაში 75 გოლი გაიტანა და ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებს შორის მე-4 ადგილზეა.

გათამაშების ნომერ პირველი მეგოლე პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუა (139 გოლი), მეორე ადგილზე არგენტინელი ლიონელ მესია (123 გოლი), ხოლო მესამეზე პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი (81 გოლი).

ბენზემამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 14 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ „შახტარმა“ „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში თავისი მე-1000 გოლი გაიტანა, რაც აბსოლუტური რეკორდია. მეორე ადგილზე მიუნხენის „ბაიერნია“ 759 გოლით.