პლეი ოფის საგზური და წაუგებელი სერიის გამეორება

0
9

გერმანელი სპეციალისტის იურგენ კლოპის დამოძღვრილმა “ლივერპულმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში “ენფილდ როუდზე” მადრიდის „ატლეტიკოს“ 2:0 მოუგო და ვადამდე გაინაღდა პლეი ოფის საგზური.
მადრიდელთა დამარცხების შემდეგ მერსისაიდელთა დაუმარცხებელი სერია ყველა ტურნირში 25 მატჩს ითვლის (17 მოგება და 8 ფრე), რაც 1982 წლის რეკორდის გამეორებაა. მაშინ ენფილდელებს 20 მოგება და 5 ფრე მოუგროვდათ.