“საბურთალომ” შუბითიძე გაუშვა – ლევან კორღალიძე თბილისურ კლუბში დაბრუნდა

0
12

“საბურთალოს” ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ხვიჩა შუბითძე დაითხოვეს და მის ნაცვლად ლევან კორღალიძე დანიშნეს, რომელიც მიმდინარე სეზონის დასაყისში გუნდს ხელმძღვანელობდა, მაგრამ რამდენიმე მატჩის მერე გადადგა.

“მოხარული ვარ, რომ „საბურთალოში“ დავბრუნდი. მივიღე შეთავაზება ჩემი ყოფილი კლუბისგან, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი.

„საბურთალოდან“ წასვლის შემდეგ, ყოველთვის მქონდა განცდა იმისა, რომ შეთავაზების შემთხვევაში აუცილებლად დავთანხმდებოდი და გვერდში დავუდგებოდი ამ კლუბს.

მადლობა კლუბის ხელმძღვანელებს, რომლებმაც მომცეს საშუალება კიდევ ერთხელ მომესინჯა ძალები „საბურთალოში“ – თქვა ლევან კორღალიძემ.