კრიშტიანუ რონალდუმ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისურით გატანილი გოლებით გუნდის ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელ ოლე გუნარ სოლსკიაერს გაასწრო.
ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში მანჩესტერელები სტუმრად ბერგამოს „ატალანტას“ დაუზავდნენ და პორტუგალიელმა თავდამსხმელმა დუბლი მიითვალა. მან ორივეჯერ ანგარიში გაათანაბრა.
რონალდუმ „მანჩესტერში“ ყველა ტურნირში 303 შეხვედრა ჩაატარა და 127 გოლი მიითვალა. სოლსკიაერმა, რომელიც ინგლისურ კლუბში 1996-2007 წლებში ასპარეზობდა და 366 თამაშში მეტოქეები 126-ჯერ დაამწუხრა.
გარდა ამისა, კრიშტიანუ „იუნაიტედის“ ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც ევროთასებზე 2 ან მეტი ბურთი გაიტანა.
ჩემპიონთა ლიგაში კი, პორტუგალიელი მხოლოდ „მილანის“ ექსფორვარდ ფილიპო ინძაგის ჩამორჩება, რომელმაც 2010 წელს მადრიდის „რეალთან“ დუბლი 37 წლისა და 86 დღის ასაკში მიითვალა. რონალდუ „ატალანტასთან“ მატჩში 36 წლისა და 270 დღის იყო.
კრიშტიანუმ ჩემპიონთა ლიგაში 139 გოლი გაიტანა და ტურნირის ყველა დროის რეკორდსმენია. მეორე ადგილზე პსჟ-ს არგენტინელი ფორვარდი ლიონელ მესია 123 გოლით.
რონალდუმ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ოთხივე შეხვედრაში გაიტანა და 2003 წლის შემდეგ “მანჩესტერის” პირველი მოთამაშეა, რომელმაც ასეთი შედეგი აჩვენა, ხოლო კლუბში და ნაკრებში ყველა ტურნირში ჩატარებულ 15 შეხვედრაში მის ანგარიშზე 15 გოლია.
