კიეზამ ტრეზეგეს მიღწევა გაიმეორა

0
6

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში ტურინის „იუვენტუსმა“ შინ სანკტ-პეტერბურგის „ზენიტი“ 4:2 დაამარცხა.

მასპინძლებიდან ერთი გოლი იტალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ფედერიკო კიეზამ გაიტანა.

24 წლის იტალიელმა ტურინელთა ფრანგი ექსფორვარდის დავიდ ტრეზეგეს რეკორდი გაიმეორა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ ოთხ საშინაოე შეხვედრაში მეტოქეები დაამწუხრა.

კიეზა „იუვენტუსში“ გასული სეზონის წინ გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 55 შეხვედრაში თავი 17-ჯერ გამოიჩინა.