„იუვენტუსმა“ პლეი-ოფი ნაადრევად გაინაღდა

0
3

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში თამაშის უფლება ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე მოიპოვა.

მასიმილიანო ალეგრის გაწვრთნილები შინ სანკტ-პეტერბურგის „ზენიტს“ შეხვდნენ და 4:2 სძლიეს.

მატჩის მე-11 წუთზე ანგარიში არგენტინელმა პაულუ დიბალამ გახსნა, ხოლო 26-ე წუთზე მასპინძელთა მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ ავტოგოლი მიითვალა.

58-ე წუთზე დიბალამ ტურინელები კიდევ ერთხელ დააწინაურა, 73-ეზე კი რუსების კარი ფედერიკო კიეზამ აიღო.

82-ე წუთზე თავი ესპანელმა ალვარო მორატამ გამოიჩინა, რომელმაც ბოლო 8 შეხვედრაში „იუვეს“ მაისურით გოლი პირველად გაიტანა.

ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე „ზენიტიდან“ ანგარიში ირანელმა სერდარ აზმუნმა შეამცირა.

„იუვენტუსმა“ თავი 12 ქულა მოუყარა და ჯგუფში პირველ ადგილზეა.