კრიშტიანუ რონალდუ: “გაგვიმართლა”

0
9

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩში ბერგამოს ”ატალანტამ” ”მანჩესტერს” უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. მატჩის შემდეგ ”იუნაიტედის” პორტუგალიელმა ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა:
”ატალანტა რთული მოწინააღმდეგეა. მატჩის მიწურულს გაგვიმართლა. უკეთ შეთამაშება გვამართებს. დრო გვაქვს, რომ უფრო კარგი გუნდი გავხდეთ”, – განაცხადა რონალდუმ.
პორტუგალიელმა ფორვარდმა დუბლი შეასრულა და ”იუნაიტედი” მარცხისგან  იხსნა –  კრიშტიანუმ მატჩის ბოლო გოლი 91-ე წუთზე გაიტანა.