ლევანდოვსკიმ მესისა და რონალდუს შედეგი გააუმჯობესა

0
6

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში მიუნხენის ,,ბაიერნმა” ლისაბონის ,,ბენფიკას” უმასპინძლა და 5:2 დაამარცხა.
მატჩში ჰეთ თრიკი შეასრულა ბავარიელთა პოლონელმა ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ, რომელსაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე კარიერაში 81 გოლი დაუგროვდა.
რობერტმა 80 გოლის გატანა 100 შეხვედრაში შეძლო და ამ მაჩვენებლით ლევანდოვსკიმ არგენტინელ ლეო მესისა და პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუს გადაუსწრო – მესიმ 80 გოლი 102 მატჩში გაიტანა, რონალდუმ კი 116-ში. ლევანდოვსკი პირველი პოლონელი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში 100 თამაში ჩაატარა.
,,ბაიერნი” E ჯგუფს უდანაკარგოდ, 12 ქულით ლიდერობს. მიუნხენელები ლიგაზე მომდევნო შეხვედრას 23 ნოემბერს კიევის ,,დინამოსთან” სტუმრად გამართავენ.