საქართველო – უზბეკეთი გორში გაიმართება

0
5

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2021 წლის ბოლო შეხვედრას 15 ნოემბერს გამართავს. საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ჩვენი გუნდის მეტოქე უზბეკეთის ეროვნული ნაკრები იქნება. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება და მას გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ბოლოს 2017 წლის 10 ნოემბერს კვიპროსის წინააღმდეგ ითამაშა. საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით ანგარიშით – 1:0 დასრულდა.

მიმდინარე თვის პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები 11 ნოემბერს ბათუმში გამართავს. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი შეხვედრა საქართველოსა და შვედეთს შორის ბათუმი არენაზე შედგება. მატჩი 21 საათზე დაიწყება.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი

11 ნოემბერი | 21:00
საქართველო – შვედეთი

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი

15 ნოემბერი | 18:00
საქართველო – უზბეკეთი

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: კოვიდ19-ის პანდემიიდან გამომდინარე, ორივე მატჩზე უეფას მიერ შემუშავებული რეგულაციების შესაბამისი წესები მოქმედებს. შეხვედრას მედიის წარმომადგენელთა შეზღუდული რაოდენობა დაესწრება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, საქართველო – შვედეთისა და საქართველო უზბეკეთის მატჩებზე აკრედიტაციის მოთხოვნა შეგიძლიათ  7 ნოემბრის ჩათვლით, მითითებული ბმულის დახმარებით.

ორგანიზაციამ ოფიციალურ წერილში უნდა მიუთითოს აკრედიტაციის მიღების მსურველი მედიის წარმომადგენლის სახელიგვარიპოზიცია და საკონტაქტო ინფორმაცია.